ბეჟუაშვილი: ჩაკეტილი საზღვრებით ქართულ-რუსული ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება, თუ არ გაიხსნა საზღვრები და მოუწოდა მოსკოვს გახსნას ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც გასული წლის ივლისში სარემონტო სამუშაოების მოტივით ჩაკეტა.


”ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და დღესაც რჩება რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებად. ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ და დღესაც მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არის მათი სუვერენული უფლება… საზღვრების ჩაკეტვით და მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგას [სერგეი ლავროვს], ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს, ამიტომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა. 

Exit mobile version