პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 160 ხმით ერთხმად მიიღო დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს და სამართლებრივი გამყარებაა იმ მემორანდუმის, რომელსაც 12 მარტს საპარლამენტო ძალებმა მოაწერეს ხელი.


დღევანდელი კენჭისყრით პარლამენტარებს მიეცათ თავიანთი პირადი პოზიციის დაფიქსირება ნატოში ინტეგრაციასათან დაკავშირებით.


ოპოზიციური პარტია ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა პარლამენტში, დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ იგი არც ემხრობა და არც ეწინააღმდეგება პარლამენტის დეკლარაციაში ასახულ მოსაზრებებს და თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მემორანდუმი ღიაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც იზიარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პრინციპულ კურსს.

ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.  


”არც ჩვენ მოყვარეს და არც ჩვენს არაკეთილმოსურნეს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველოში გამოჩნდება ძალა, რომელიც გადაუხვევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version