საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს ყაზახ კოლეგასთან ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრაზე განიხილავს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განიხილება საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო პროექტში ყაზახეთის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.
პრეზიდენტი ყაზახეთიდან ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 მარტს იაპონიაში გაემგზავრება.