27-28 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, რომელიც შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან.
პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 27 თებერვალს ხელს მოაწერენ მემორანდუმს სამინისტროებს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.