საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.


შეხვედრისას განიხილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის და ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხები.


ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 28 თებერვალს დასრულდება, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version