სააკაშვილი: საკუთრება არის ხელშეუხებელი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში საკუთრება ხელშეუხებელია.


”მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ საკუთრებას რაიმე ემუქრება. საკუთრება არის ხელშეუხებელი და ჩვენი თავისუფლება დგას მესაკუთრეთა კლასზე, რომელიც არის სტრაბილურობის გარანტი”, – განაცხდა დღეს მიხეილ სააკაშვილმა. 


ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ბოლო სამი თვეა ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.

Exit mobile version