გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 19-20 თებერვალს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა, იტყობინებიან საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.
დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან.