1 აპრილამდე საქართველო აზერბაიჯანიდან დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბამეტრ გაზს მიიღებს 120 აშშ დოლარად ათას კუბამეტრზე, ადრე მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული 1 მლნ კუბამეტრი გაზის ნაცვლად.
ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტმა ალეკო ხეთაგურმა 15-16 თებერვალს ბაქოში ვიზიტისას მიაღწია.
კორპორაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზრდილ რაოდენობას აზერბაიჯანი საკუთარი რეზერვიდან მიაწვდის საქართველოს.
იანვრიდან საქართველომ 30 მლნ კუბამეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო, რომლის საფასურიც მთლიანად დაფარულია.