საქართველოს IPAP-ის შემფასებელი მისია ეწვევა

19 თებერვალს საქართველოს ნატოს შტაბბინიდან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელების შემფასებელი მისია ეწვევა, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამ ვიზიტის წინ დღეს სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ”გზა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმიდან ინტენსიურ დიალოგამდე”, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და სამხედრო ატაშეები. ასევე IPAP-ის იმპლემენტაციაში ჩართული საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.


შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი ქვეყნების ინფორმირებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესების შესახებ.

Exit mobile version