საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუბაის სტუმრობს, სადაც გაერთიანებულ არაბთა ემირატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
15 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლაპარაკებები გამართა ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ მაკტოუმთან.
პრეზიდენტ სააკაშვილს დუბაიში თან ახლავს აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია.