უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 1-2 მარტს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.


უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე მინერალური წყლების გეოგრაფიული სახელების დაცვის შესახებ. მხარეები ასევე მოაწერენ ხელს შეთანხმებას უკრაინის პორტ ქერჩსა და ბათუმისა და ფოთის პორტებს შორის საბორნე ტრანსპორტის ერთობლივი ექსპლოატაციის პირობების შესახებ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version