თურქეთის შს მინისტრი თბილისს სტუმრობს

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულქადირ აქსუ დღეს ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს შეხვდა.


საქართველოს შსს პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრისას ხელი მოეწერა ბათუმის აეროპრტის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას.

თბილისი და ანკარა გასული წლის მარტში  ბათუმის აეროპორტის ერთობლივ ექსპლოატაციაზე შეთანხმდნენ. შედეგად, ბათუმის აეროპორტი, რომელიც მშენებლობასაც ამჟამად თურქული კომპანია TAV ახორციელებს, თურქეთის შიდა ფრენების ქსელის ნაწილად ჩაითვლება.


თურქეთის შს მინისტრი დღესვე შეხვდება პრემიერ მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და თბილისის მერს გიგი უგულავას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version