სააკაშვილი ნატოს გაფართოებაზე სხეფერის განცხადებას მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა პირველად დაასახელა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი -2009 წელი.


10 თებერვალს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სხეფერმა განაცხადა, რომ 2009 წელს ალიანსს რამდენიმე ახალი ქვეყანა შეუერთდება.


”როცა გეკითხებოდნენ რომელ წელს შევა საქართველო ნატოში, თარიღს არ ვასახელებდით იმიტომ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული… ამასაც აქამდე ყველანი ნატოში ერიდებოდნენ”, – განაცხადა დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სტუმრობისას პრეზიდენტმა.


”ეს მიმაჩნია კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შეუქცევადობას. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?   ეს ჩვენთვის ნიშნავს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობას. ეს არის ის,  რაზეც საქართველო ოცნებობდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ რაც საქართველოს აქამდე არასდროს არ ეღირსა”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

Exit mobile version