როი რივი ცხინვალში ბორის ჩოჩიევს შეხვდა

დღეს ცხინვალში გაიმართა შეხვედრა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერს ბორის ჩოჩიევსა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შორის, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ცნობით, მხარეებმა განიხილეს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში შეხვედრის ორგანიზების საკითხი.


თბილისი მომხრეა შსკ-ს არაფორმალური შეხვედრა ჩატარდეს ცხინვალში, მაშინ როცა ოსური მხარე შსკ-ს პლენარული სხდომის ჩატარებას მოითხოვს.


 

Exit mobile version