საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთისას, სადახლოს გამშვებ პუნქტზე ოპოზიციური პარტია ”იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი დააკავეს, იტყობინებიან ტელეკომპანიები ”იმედი” და ”რუსთავი 2”.
გავრცელებული ინფორმაციით, სარიშვილს აღმოაჩნდა 58 ათასი აშშ დოლარი, 7 ათასი რუსული რუბლი და 300 გრამი ოქრო, რის გამოც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
უცნობია, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე იქნა დაკავებული უშიშროების ყოფილი შეფის, ძებნილი იგორ გიორგაძის მოკავშირე ირინა სარიშვილი.