რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი მოსკოვში გადაწყდება

დღეს მოსკოვში იწყება ორდღიანი მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხებზე.


ამ მიზნით საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩხიკვაძე  მოსკოვში 4 თებერვალს გაემგზავრა.


ჩხიკვაძემ 3 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დადებითად გადაწყდება.


რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა, მათ შორის ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც სექტემბრის ბოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობამ ჯაშუშების სკანდალის გამო პიკს მიაღწია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version