შამბა: ჟენევაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეჩერებაზე ვიმსჯელებთ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, 12-13 თებერვალს ჟენევაში გაეროს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეჩერების მიზეზები იქნება.


”მე ვეჭვობ, რომ მთავარი წინააღმდეგობა ქართული მხარის მიერ გაეროს რეზოლუციის შესრულების ინტერპრეტაციის გარშემო წარმოიქმნება, რაც კოდორის ხეობის სრულ დემილიტარიზაციას მოითხოვს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ქართული მხარის მიერ მის სრულ შესრულებას”, – იუწყება 2 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ჟენევის შეხვედრაში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მეგობარი ქვეყნების (გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი) წარმომადგენლები და ასევე საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ჟან არნო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version