აფხაზური ენის სწავლების მეთოდიკაზე კონკურსი გამოცხადდა

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლებში აფხაზური ენის სწავლების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.


ინსტიტუტის დირექტორის ზურაბ შენგელიას განცხადებით, კონკურსის მიზანია აფხაზეთში და ასევე ნებისმიერ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების სამართლებრივი საფუძვლების, მეთოდების და პრინციპების შემუშავება.


”აფხაზური ენის სწავლება საქართველოს ნებისმიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია შემოიღოს სურვილის შემთხვევაში”, –  განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ზურაბ შენგელიამ.

საქართველოს კონსტიტუციით, ”საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე-აფხაზური”.


 

Exit mobile version