გელა ბეჟუაშვილმა რუსეთის ელჩი მიიღო

რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო რწმუნებათა სიგელებს პრეზიდენტ სააკაშვილს 31 იანვარს გადასცემს.


ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს კოვალენკომ, რომელმაც 23 იანვარს თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.


”მოვილაპარაკეთ, რომ მომავალში გვექნება რეგულარული შეხვედრები, რომლებზეც განვიხილავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მთელ კომპლექსს, მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, მათ განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა 30 იანვარს რუსეთის ელჩმა.  


კოვალენკო კრემლმა საქართველოდან შარშან სექტემბრის მიწურულს მას შემდეგ გაიწვია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცერი დააკავა. ელჩის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება 18 იანვარს გახდა ცნობილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version