ბეჟუაშვილმა და ლავროვმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და სერგეი ლავროვმა 29 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბარში ”ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული რიგი საკითხების” განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” 27 იანვარს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან დიალოგისთვის იმ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების გამო დაიძაბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version