ანთაძე მოსკოვში რუს დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე 26 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონკრეტული საკითხები“ განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


ამავე ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები.


მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ანთაძე ასევე შეხვდა რუსეთის მხარის წარმომადგენელს შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version