თურქეთის პრემიერ–მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევიან

თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოგანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 7 თებერვალს ესტუმრებიან, განაცხადა დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ.


მან ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლადაშენებული საერთაშორისო აერპორტის დათვალიერების დროს აცნობა.


“ჩვენ ვგეგმავდით [აეროპორტის] გახსნას 25 იანვარს, მაგრამ შეიცვალა გარემოებები იმიტომ, რომ 7 თებერვალს საქართველოში ჩამოდის თურქეთის პრემიერ–მინისტრი ერდოგანი,  აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და სწორედ სამი ქვეყნის პირველი პირები ერთად გახსნიან აეროპორტს“, – განაცხადა არველაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version