რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც მოსკოვმა შარშან 29 სექტემბერს გაიწვია ქვეყნიდან, თბილისში 22 იანვარს დაბრუნდება, იუწყება დღეს “ინტერფაქსი“.
“მე ვბრუნდები მუშაობისა და ურთიერთობების განვითარების განწყობით. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და ურთიერთპატივსაცემ ურთიერთობებში“, – აცხადებს კოვალენკო.
კრემლმა ელჩის საქართველოში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება 18 იანვარს გაახმოვანა, მას შემდეგ, რაც კოვალენკო პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.