აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ ჩამოყალიბებულმა “დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების” თანამეგობრობამ რუსულენოვანი ვებ-გვერდი გახსნა www.community-dpr.org.
დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების თანამეგობრობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ლიდერებმა სოხუმში 2006 წლის 14 ივნისს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ.