თბილისი რუსეთის ელჩის დაბრუნებას მიესალმება

18 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ თბილისი მიესალმება მოსკოვის გადაწყვეტილებას დააბრუნოს სექტემბერში თბილისიდან გაწვეული ელჩი.


სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემები და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის გზები. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ამ მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version