აფხაზეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა. შესაბამის კანონს დე ფაქტო კანონმდებლებმა 12 იანვარს დაუჭირეს მხარი, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ამავე ცნობით, აფხაზეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი ფაქტიურად 1993 წლიდან მოქმედებს, თუმცა ამჯერად ეს სამართლებრივად გაფორმდა. მორატორიუმი მხოლოდ მშვიდობიან პერიოდში მოქმედებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version