ოპოზიციურ დემოკრატიულ ფრონტს დეპუტატი ტოვებს

დღეს ოპოზიციური პარტის ეროვნული ფორუმის წევრი, დეპუტატი გოჩა ჯოჯუა ფრაქცია დემოკრატიულ ფრონტს დატოვებს.


ეს გადაწყვეტილება გოჩა ჯოჯუამ მას შემდეგ მიიღო, რაც დემოკრატიული ფრონტის წევრებმა რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიებიდან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით მზადყოფნა განაცხადეს.


გოჩა ჯოჯუა პარლამენტში ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება, თუმცა იგი უკვე კონსულტაციებს მართავს ძირითადად მაჟორიტარ დეპუტატებთან ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის თაობაზე.


გოჩა ჯოჯუა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოვიდა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობა დატოვა და დემოკრატიულ ფრონტში გაწევრიანდა. წინა მოწვევის პარლამენტში კი ჯოჯუა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტიული სიით მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version