ქართული მედია თავდაცვის სამინისტროში შესაძლო ცვლილებებზე იუწყება

გაზეთი “რეზონანსი“ 11 იანვარს იტყობინება, რომ საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ შესაძლოა დავით კეზერაშვილი შეცვალოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე.


გაზეთის ცნობით, კეზერაშვილი სავარაუდოდ დატოვებს თავდაცვის სამინისტროს და 20 იანვრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიკავებს მაღალ თანამდებობას.


“თავიდანვე ცნობილი იყო, რომ კეზერაშვილი უახლოეს ხანებში შეიცვლებოდა. მაშინ უბრალოდ საჭირო იყო იმ პოლიტიკური მღელვარების ჩაცხრობა, რაც ოქრუაშვილის წასვლას მოჰყვა“, – წერს “რეზონანსი“ სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version