სააკაშვილი: წინ სერიოზული გამოწვევებია

თავის საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2006 წელი იყო “თავისუფლებასა და ტირანიას შორის“ ბრძოლის წელი, 2007 კი “სერიოზული გამოწვევების“ წელი იქნება, რომელმაც ქვეყანას “უზარმაზარი წარმატება“ უნდა მოუტანოს.


“2006 წელს იყო მცდელობები ქართული საზოგადოების გახლეჩის, მაგრამ თქვენი [საქართველოს მოსახლეობის] პასუხი იყო უპრეცედენტო ერთიანობა და სოლიდარობა… გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზარდი ზეწოლის პირობებში ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით… ჩემთვის საქართველო წმინდა გიორგია, როგორც სიმბოლო სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version