დღეს პარლამენტმა 131 ხმით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას.
კანონის თანახმად, 1 იანვრიდან საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტები და ფინანსური პოლიცია ერთ სტრუქტურად გაერთიანდება შემოსავლების სამსახურში, რომლის უფროსს პრემიერ–მინისტრი დანიშნავს.
შესაბამისად, ფინანსური პოლიცია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ, როგორც “ბიზნესის დატერორების იარაღს“, ცალკე ერთეულად ფუნქციონირებას შეწყვეტს.