Placeholder canvas
ახალი ამბები

აფეთქებამ გალის მილიციის უფროსის მოადგილე შეიწირა

გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა 25 დეკემბერს სოფელ ჭუბურხინჯთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა, იუწყება “აფსნიპრესი“.


მილიციის კიდევ ორი თანამშრომელი, რომლებიც ტურნანბასთან ერთად ისხდნენ მანქანაში, მძიმედ არიან დაჭრილები.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ ინციდენტი უკვე შეაფასა, როგორც ქათული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი.


ქართულმა მედია საშუალებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია ტურნანბას დაღუპვის შესახებ. თუმცა სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ასევე დაიღუპა გალის პროკურორი ბესიკ კოღონია “სროლისა და აფეთქების“ შედეგად, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფლების ჭუბურხინჯისა და თაგილონის დამაკავშირებელ გზაზე.


ტურნანბას ქართული მხარე გალის რაიონის ქართული სოფლების შევიწროვებაში ადანაშაულებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button