ოპოზიცია პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციონერი დეპუტატები ახალი მემარჯვენეებიდან 15 დეკემბერს ბეჭდვითი მედიისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ვადის გაგრძელების ინიციატივით გამოვიდნენ, რომელიც 2006 წლის ბოლოს იწურება. 


ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბეჭდვითი მედია შეღავათიანი საგადასახადო სისტემით სარგებლობდა. ის გათავისუფლებული იყო 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან და საკუთრების გადასახადისგან. ორწლიანი შეღავათიანი რეჟიმი 2004 წლის ბოლოს მიღებული საგადასახადო კოდექსით დაწესდა. 2005 და 2006 წლების მანძილზე ბეჭდვითი მედია მხოლოდ 12%-იან საშემოსავლო და 20%-იან სოციალურ გადასახადებს იხდიდა.


გაზეთი “24 საათი“ 16 დეკემბერს წერს, რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის გაგრძელების მცირე შანსი არსებობს, თუმცა გაზეთ “რეზონანსის“ ცნობით, ნაციონალურ მოძრაობა ჯერ ამ საკითხზე საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.


“ეს ის საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, – იტყობინება “რეზონანსი” მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, დეპუტატ გიგა ბოკერიას სიტყვებზე დაყრდნობით.   


 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version