პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტის 168 დეპუტატმა 12–ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის შუალედში შემდეგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს.


პროექტით ასევე გათვალისწინებულია პრეზიდენტის როლის შემცირება სასამართლო სისტემაში. კერძოდ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.


ოპოზიცია წინააღმდეგი იყო ერთჯერადი საარჩევნო ვადის დაწესების, თუმცა მიესალმა სასამართლოს სისტემასთან მიმართებაში მიღებულ ცვლილებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version