თურქეთში მომხდარ ავტოავარიას ერთი ქართველი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ სამსუნთან 13 დეკემბერს გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო დაახლოებით 16 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ავტოავარია საქართველოდან სტამბოლში მიმავალ სამგზავრო ავტობუსს შეემთხვა.


ქალაქ სამსუნის მახლობლად მსგავსი შემთხვევა აგვისტოშიც მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ქართველი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version