პრეზიდენტმა გალის პედაგოგებს მხარდაჭერა გამოუცხადა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს გალის რაიონში პედაგოგების დაჩაგვრას და მათ უფლებებს ბოლომდე დაიცავს.


“მე მინდა გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა პედაგოგებს გალში იმიტომ, რომ მათ ავიწროვებენ… მე მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც ხელები მიუწევს: ერთი თმა რომ ჩამოუვარდეს რომელიმე პედაგოგს თავიდან, რომელიც ასწავლის ბავშვებს მშობლიურ ენაზე –ქართულად, ქართული სახელმწიფო დაიცავს ამ ხალხს ბოლომდე. ეს აღარ არის 1998 წელი [როცა ქართველები ძალით გამოდევნეს გალიდან]“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუგდიდში ახლადგარემონტებული სკოლის გახსნის ცერემონიაზე.  

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა გალის პედაგოგებზე საკვირაო გადაცემა “დროებაში” გასული სიუჟეტი, სადაც მასწავლებლები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ  წელიწადზე მეტ ხანს დაგვიანებული ხელფასების გამო, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლებამ დაუნიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version