დეპუტატები სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 6 დეკემბერს განიხილა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სარეზერვო ძალების სისტემის შექმნას ითვალისწინებს.


დოკუმენტის თანახმად, სარეზერვო ძალებში 18-დღიანი სამსახური სავალდებულო იქნება 27 წლიდან 50 წლამდე ნებისმიერი მამაკაცისთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.


ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ინიციატივა არის “ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინის“ ნაწილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალი დებულების სახით შევიდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version