სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის დაკომპლექტება დაიწყო

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის შემდეგ, ალტერნატიული მთავრობის დაკომპლექტება დაიწყო.


მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილია ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ურუზმაგ ქარქუსოვი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ჯემალ ქარქუსოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – ალტერნატიული საპრეზიდნეტო არჩევნების ერთ–ერთი კანდიდატი, ქართულ–ოსური კავშირი „იბერიონის“ ხელმძღვანელი მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი.


მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა 1 დეკემბერს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ალტერნატიული მთავრობის სრულად დაკომპლექტება, სავარაუდოდ, 10 დღეში დასრულდება. ალტერნატიულ მთავრობას სავარაუდოდ 12 მინისტრი ეყოლება და ის სოფელ ქურთაში განთავსდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version