Placeholder canvas
ახალი ამბები

ტელერადიო კორპორაცია “იმედს“ ახალი, ამერიკელი გენდირექტორი ჰყავს

დღეს ტელერადიო კორპორაცია “იმედის“ მფლობელებმა გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა და News Corporation–ის აღმასრულებელმა ვიცე–პრეზიდენტმა მარტინ პომპადურმა ახალი გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი წარადგინეს.


რუპერტ მერდოკის მედია–გიგანტი News Corporation-ი ქართული მედია ჰოლდინგის “იმედის“ ოფიციალური პარტნიორი მას შემდეგ გახდა, რაც ორმა კომპანიამ საბოლოო შეთანხმებას აგვისტოში მოაწერა ხელი.

ამ ეტაპზე დასრულდა კორპორაციის რეორგანიზაციის ძირითადი ეტაპი და მან ტელეკომპანია და რადიოსადგურ “იმედის“ გაერთიანების შედეგად ტელერადიო კორპორაციის სახე მიიღო.


“კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ის, რაც ჩვენ დავსახეთ გეგმაზომიერად ვითარდება. სულ რამოდენიმე პროექტი შემიძლია გამოვყო ჩემი საქართველოში, რომლის გამოც ვერ ვმალავ ჩემს აღფრთოვანებას: ეს არის საქველმოქმედო ფონდი… და მეორე პროექტია ტელერადიო კომპანია “იმედი“, ახლა უკვე ერთ პროექტად გაერთიანებული. დღევანდელ დღეს მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვიამაყოთ იმითი, რასაც სამი წლის განმავლობაში მიაღწიეს ჩვენმა ჟურნალისტებმა“, – განაცხადა ახალი გენერალური დირექტორის წარდგენის დროს ბადრი პატარკაციშვილმა.  

ქართულ ტელესივრცეში სავარაუდოდ მძაფრი კონკურენტული ატმოსფერო შეიქმნება მას შემდეგ, რაც იანვრიდან კერძო კომპანიები “რუსთავი 2”, “მზე” და “პირველი სტერეო” ერთ მედია ჰოლდინგად გაერთიანდება.

მსგავსი/Related

Back to top button