ბუში: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში

28 ნოემბერს ლატვიის უნივერსიტეტში გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებას ნატოში.


“საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რადგანაც ის განაგრძობს რეფორმების განხორციელებას, ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სურვილს გახდეს ნატოს მოკავშირე“, – განაცხადა ბუშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version