ოქრუაშვილის თანამოაზრეები საკუთარ თანამდებობებზე მუშაობას აგრძელებენ

ტელეკომპანია “მზის” ცნობით, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა და ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე სუხიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს, რასაც არ ადასტურებს არც მიხეილ ქარელის მოადგილე გელა ზოზიაშვილი და არც თავად ალექსანდრე სუხიტაშვილი.


მიხეილ ქარელი და ალექსანდრე სუხიტაშვილი თავდაცვის, შემდგომ კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კადრებად ითვლებიან.


როგორც “სივილ ჯორჯიას“ მიხეილ ქარელის მოადგილემ, გელა ზოზიაშვილმა განუცხადა, მხარის რწმუნებულის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, ხოლო ალექსანდრე სუხიტაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას “აბსურდი” უწოდა.

Exit mobile version