საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დღეს მინსკში გაემგზავრა, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქეთში ვიზიტის გამო ვერ ესწრება პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
ვიცე-პრემიერის აპარატის ინფორმაციით, დღეს საბჭოზე გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა, სადაც ისაუბრებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე რუს სამშვიდობოთა კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ.