თბილისის გარნიზონი რუსულმა სამხედრო ტექნიკამ დატოვა

ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის 23 ერთეული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი დღეს ვაზიანის სამხედრო რკინიგზიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაემგზავრა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.


თბილისის გარნიზონიდან  სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესი ვადამდე ადრე დაიწყო და სულ წლის ბოლომდე თბილისს 387 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა დატოვებს.


გრაფიკის მიხედვით, შემდეგი ეშელონი ვაზიანიდან 1 დეკემბერს გავა.


 

Exit mobile version