დღეს ფინანსურმა პოლიციამ შპს “საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორი ამირან თევზაძე დააკავა, რომელსაც ბრალად სახელმწიფო ქონების მითვისება–გაფლანგვა ედება.
ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ლევან მხეიძის განცხადებით, თევზაძემ უკანონოდ ჩამოწერა რკინიგზის 280 ათასი ლარის ღირებულების ქონება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგს გეგმავს რკინიგზის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია.