კოკოითი სააკაშვილს ინაუგურაციაზე ეპატიჟება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 25 ნოემბერს მისი ინაგურაციის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟა, იუწყება 20 ნოემბერს “რია ნოვოსტი“.


“დღეს ოფიციალურად გავუგზავნეთ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ სააკაშვილს და ვფიქრობ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კოკოითმა, რომელიც 12 ნოემბერს მეორე ვადით იქნა დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version