აშშ-ს სენატი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

აშშ-ს სენატმა 16 ნოემბერს მიიღო კანონი, რომლითაც ალბანეთის, ხორვატიის, საქართველოსა და მაკედონიის ნატოში “დროული მიღებისკენ“ მოუწოდებს და ამ ქვეყნებში უსაფრთხოების სფეროს დახმარებისთვის 2007 ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა, რომელმაც მხარი დაუჭირა “ნატოში თავისუფლების კონსოლიდაციის 2006 წლის აქტს“, განაცხადა, რომ დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდოს თავის მოკავშირეებს მიიღონ ახალი წევრები ალიანსში.


საქართველო ამჟამად ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს ნატოსთან და წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასასვლელად ემზადება.


“სამწუხაროდ, საქართველომ ჯერ ვერ მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს  კანონპროექტი მნიშვნელოვან სტიმულს და დახმარებას აღმოუჩენს ქვეყნებს, რათა განაგრძონ დემოკრატიული, თავდაცვითი და ეკონომიკური რეფორმები“, – განაცხადა ლუგარმა.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version