სააკაშვილი მზადაა პუტინს შემრიგებლური გზავნილი შესთავაზოს

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ნოემბრის ბოლოს მინსკში დსთ-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე შემრიგებლური გზავნილი შესთავაზოს, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძბულობის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.


“პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შევაჩეროთ გაუარესება [ურთიერთობებში] და თუ შესაძლებელია, ნორმალურ ჭრილში დავაბრუნოთ ვითარება. ერთი რამ სავსებით ნათელია: ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში.


“გვინდა, რომ ჩვენ აღგვიქვან როგორც პატარა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით და არა როგორც ძალთა საერთაშორისო ბალანსის ნაწილი. მოსკოვში მიგვიჩნევენ როგორც დასავლური ინტერესების ბასტიონს და მე არ მინდა, რომ ვინმეს ბასტიონი ვიყო“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version