ბურჯანაძე დსთ–ს საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 15–16 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში სანკტ–პეტერბურგში, სადაც იგი მიუნხენის გავლით გაემგზავრა.


15 ნოემბერს დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან.


დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში 16 ნოემბერს ასევე გაიმართება კავკასიიური ოთხეულის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეები.


წინასწარი ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასევე რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version