დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც მოლოდოვაში სამუშაო ვიზიტით 11 ნოემბრიდან იმყოფება, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ვლადიმერ ვორონინს, თავის მოლდოველ კოლეგას ანდრეი სტრატანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ევროპული ინტეგრაცია, ასევე სუამ-ისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემატიკა.