ევროკავშირი–რუსეთის პარტნიორობის საბჭო საქართველოზე იმსჯელებს

საქართველოს საკითხს 3 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირი–რუსეთის მუდმივი პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, იტყობინება ევროკავშირის ფინეთის თავმჯდომარეობა.


ამ შეხვედრას, რომელიც წინ უძღვის 24 ნოემბერს ჰელსინკში დაგეგმილ ევროკავშირი–რუსეთის სამიტს,  წარმართავენ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version