ბეჟუაშვილი ბაქოს გავლით მოსკოვს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ბაქოს გავლით დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.


ეს შეხვედრა გაიმართება 1-2 ნოემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელშიც გელა ბეჟუაშვილი ასევე მიიღებს მონაწილეობას.


მოსკოვში გამგზავრბამდე გელა ბეჟუაშვილი ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს შეხვდება.


ბეჟუაშვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანათაძე, რომელიც ასევე გამართავს შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version